Litclub.ge

ბინდი
შებინდდა ირგვლივ, ტყემ ჩაიძინა,
ბერმა სენაკში ჩააქრო შუქი,
გარეთ, ჯორცხენას რაღაც ეწყინა
და აიწყვიტა თოკის ყულუფი.
ქარები დასწვდნენ გადაყრილ ვარდებს,
ქედმა კი სადღაც შეჰყვირა ლომისს.
ხვალ, ალბათ აღარ გაავდარდება -
ზეცაზე თეთრი ღრუბლები მოდის.