Litclub.ge

სიზმარი
სიელვარეში მარადზღაპრულ,
საოცარ ფერთა,
სად სანთლების შუქი აკლდებოდათ
მთლად ჩამოღვენთილთ,
მე და სიკვდილი - ბრალმდებელი,
შევედით ერთად,
ანგელოსების შუა მჯდომი
დაგვიხვდა ღმერთი.
სიმშვიდემ მისმა, უსიცოცხლომ,
შემაკრთო ძლიერ...
საუკუნენი აციოდა
ფიფქებად თეთრად...
ანგელოსებმა თვალნი აპყრეს
მის მეფურ იერს;
- შენი ცხოვრება მოჰყევიო! -
მიბრძანა ღმერთმა.
...მე დავამთავრე... ვთქვი სათქმელი.
რაც უნდა მეთქვა
და დავაშტერდი იმქვეყნიურ
ბრწყინვალე ფერებს...
შეუცნობელი გაოვებით შემხედა ღმერთმა:
- სულ ეს იყოო შენი ყოფნა?! -
მკითხა და მერე
ანგელოსებთან ისაუბრა დიდხანს, ფარულად,
ღვთიურ სახეზე მრისხანება დაეტყო დიდი,
ჩემი მოყვანა ჩაუთვალა
დანაშაულად,
- ისევ სიცოცხლეს დაუბრუნე! -
უბრძანა სიკვდილს.