Litclub.ge

* * * მიყვარს გალობა ჩიტების
მიყვარს გალობა ჩიტების,
სიამოვნებით ვისმენ.
ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით,
არ გაგვაჩენდა ისე!

დგახარ მწვერვალზე დიდების
გაოცებული ისმენ:
ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით,
არ გაგვაჩენდა ისე!

ვდგავარ მწვერვალებზე დიდების
და ჩემსავე ხმას ვისმენ:
ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით,
არ გაგვაჩენდა ისე.