Litclub.ge

ელეგია
გადაუღებლად თოვს,
გადაუღებლად წვიმს!..
მოდის სიცოცხლე (SOS),
მოდის სიკვდილი (SIK!),
ძალა ეძლევა ხორცს,
ძალა ეძლევა სისხლს
და სული ჩემი ქსოვს
სევდიან ლექსთა ციკლს!..

მიდის სიცოცხლე (SOS),
მოდის სიკვდილი (SIK!).