Litclub.ge

* * * არის ამ ჩემს ორგანიზმში
არის ამ ჩემს ორგანიზმში
ყველგან (არა ზოგან) ნისლი:
ყელში - მიბჯენილი სული,
სულში - სევდა მარადისი,
გულში - ჩარჭობილი დანა,
ტვინში - ჩაქცეული სისხლი,
თვალში - ჩაგებული ცრემლი
და უწყვეტი დენა მისი,
პირში - ბურთი ჩატენილი,
მტრობით, სიძულვილით, ზიზღით!..
ვიხრჩობი და ვიღუპები,
რა ვიღონო, აღარ ვიცი!..