Litclub.ge

* * * ამ საიდუმლოს, ლექსო
ამ საიდუმლოს, ლექსო,
ვერასდროს მიგიხვდები:
რა შმაგად იწერები,
რა მშვიდად იკითხები?!

ჩემთან მზესავით ნათბ
და სხვასთან იბინდები!
ამ საიდუმლოს, ლექსო,
ვერასდროს მიგიხვდები!