Litclub.ge

ბატონო საქართველოვ!
უკვდავების ავტორო!
ცრემლით, სისხლით ნატბორო!
შოთას წიგნის პატრონო,
საქართველოვ ბატონო!

გამარჯვებავ დაგთოვოს!
გაგათბოს! გაგათენოს!..
საქართველოვ, ბატონო!
ბატონო საქართველოვ!