Litclub.ge

ო, მარტოსულო...
შენ გაურბიხარ მარტოობას,
მაგრამ მაინც ის გაძლიერებს...
შენ მაშინ ხვდები: რა ნათელია,
რა დიდია, რა იდუმალია _
პატარა ბაღის მოლოდინი
დიდი ზამთრის შუაგულიდან,
უმწეო ფოთლის მოლოდინი
ქარიშხლების შუაგულიდან...