Litclub.ge

* * * დაგრძელდა შემოდგომა
დაგრძელდა შემოდგომა, ზამთარი იგვიანებს,
საჩუქრად
ოქროსფერმა
დღეებმა 
იკრიალეს...

არის ილუზია: ისეთი საღამოა, -
ზამთარი
საერთოდ, 
საერთოდ
აღარ მოვა...

ღმერთო, მაპატიე, - ჭმუნვა განმიქარდა:
რაღაც 
მიხარია,
რაღაც -
გამიხარდა.
 
1979