Litclub.ge

თოვლი
როგორც გაფრენა მტრედის, 
შენ მოსვენება გინდა. 
თოვლი ასეთი თეთრი, 
თოვლი ასეთი წმინდა. 
და როგორც სულის ტოლი,- 
სადა ხარ! - დღესაც გეძებ. 
აბრეშუმივით თოვლი 
ისევ ელვარებს მზეზე.