Litclub.ge

* * * ისე მხიბლავს ეს ქედები
ისე მხიბლავს ეს ქედები,
მთებზე ღრუბლის ფარა,
მე ვბერდები,
შენ ბერდები,
სიყვარული _ არა!
ისევ ავსებს მერცხლის ხმები
ეზო-კარს და მარანს,
მე გავქრები,
შენ გაქრები,
სიყვარული _ არა!
ნაბიჯ-ნაბიჯ გადის წლები,
ძალს და ღონეს გვპარავს,
თოვლი დნება,
ია ჭკნება,
სიყვარული _ არა!