Litclub.ge

* * * დაიწყნაროდე ზღვას რომ გიგავს მშფოთვარე სული
დაიწყნაროდე, ზღვას რომ გიგავს მშფოთვარე სული,
ჩაისევდილე თითქოს მზეა ახლად ჩასული.
ანებე წარსულს, თორემ უფრო დაგაცოდვილებს...
და ზამთარშივე აიმედე მზე გაზაფხულის.
დაჰბერე ქარო, გამიფანტე შავი ღრუბელი,
შორს ჰორიზონტზე ზეწარივით ჩამოაკიდე,
ამ წუთს მზემ ისევ დაიხრჩო თავი,
ნეტავი ხვალე ამოვა კიდევ?