Litclub.ge

მზეო ლილეო
მზეო ლილეო ამოდი, ნუ დამიობლებ თაობას,
და შენზე ნათქვამ სიმღერებს, ნუ მიქცევ არარაობად.
ნუ გამხდი მოყვრის სატირლად, ნუ გამიხარებ მტერსაო
ნუ მირყევ სვანურ სიმტკიცეს, ნუ მაყრი თვალში მტვერსაო.

სუყველგან ლოცვას აღვავლენ, ვადიდებ შენსა სახელსა,
და ვაჟკაცების დედასა ნუ აუცრემლებ თვალებსა.
ღმერთო ყოველთვის მომასწარ, ია-იები მდელოში,
რომ ქართველთ მღერა ყოველთვის, ისმოდეს საქართველოში.