Litclub.ge

პერანგადან თოვლი გვამცნობს
მიიწურა შემოდგომა,
ბახჩა-ბაღი გატიალდა,
საღამოჟამს კვლავ ნადის ხმა
ისმის სავსე ნალიადან.

პერანგადან თოვლი გვამცნობს:
გთხოვ იცქვიტო, ნუ ჩერდები,
ზამთრისათვის მოემზადე,
დაემსგავსოს მთას ზვინები.

თემბელობა ვის რას არგებს?
პირმცინარედ თოვლს სურს გვითხრას,
საახალწლოდ უნდა დაკლა
ასუქებდე გირჩევ შენც თხას.

მთიდან თოვლის გამოჩენა
სუყველას გულს ისაკუთრებს,
წიფლის შეშით კვლავ გუზგუზი
დაუწვიათ მდუმარ ბუხრებს.


ქარბუქი რომ დაიწყება
არ წამოგცდეს: ეივახ, ეივახ,
თეთრი საბანით დაამშვენებს
თოვლი მალე ეზოს, ვენახს,

სიზარმაცეს არაფრად თვლის
ყულაღარდი, მაჩანჩალა,
პერანგადან თოვლი გვამცნობს”
აბა ჩქარა, აბა ჩქარა.