Litclub.ge

* * * დამეკარგა შენი მისამართი
დამეკარგა შენი მისამართი,
აღარა ვარ შენს ეზოში მომსვლელი,
რა ხანია გავაჩუქე დარდი.
აუხდენელ ოცნებებზე მლოცველმა.

დედოფალო, ჩემო ავო სულო,
გულისთქმავ და აიაზმის წყალო,
არ მინდა და მაინც შენზე ვფიქრობ,
გამჩენელიც ალბათ მიტომ მწყალობს.