Litclub.ge

* * * გადაუფრინა სულმა იმედებს
გადაუფრინა სულმა იმედებს,
აქ უწყლო თევზის ვარ მეტაფორა,
ვერ მივფართხალდი მღვრიე ნაპირთან
ჩემო, სიცოცხლის გადასარჩენად.
... და რადგან მაინც შენდამი გრძნობა
ჩემო სამშობლოვ, სულ იყო მუნჯი,
ჩემს ერთადერთ ძეს და იმედობას
ძირს და ძეობას დავარქვი ქუჯი.
... ვერ დავრჩებოდი უსახო ქალად,
თითქოს წარსულში გაშეშდა ფუნჯი.
და მაშინ როცა მიკლავდით ქალაქს
კაი ყმის არაკს ვუთხზავდი ქუჯის.
... და იძრა სისხლი სიცოცხლისაკენ,
სიკვდილისკენაც დაიძრა სისხლი,
მე ვკანკალებდი სისხლიან ზოლთან
და სიკვდილიდან სიცოცხლედ ვიშვი,
იქ გავამრთელე დედობა ჩემი,
_ ზღვარდადებული ჩემივე ჯიში.
... და მე ვკანკალებ სისხლიან ზოლთან
ნისლად ქცეული კაი ყმის სისხლში.