Litclub.ge

* * * გზად ყივჩაღივით ბობოქრობს ღამე
გზად ყივჩაღივით ბობოქრობს ღამე,
უბელო ცხენებს ვადარებ სურვილს,
ყივჩაღო! ერთხელ მეც მთხოვე რამე
მოდი ერთხელაც მიჭმიე პური.
თუმც სასიკეთოდ გიწვევ ტაბლასთან,
ვიცი სურვილი გათავხედდება,
ვერ ვიტან გრძნობებს, ხეებ გადამხმარს,
შენს სიველურეს ვანდობ ვედრებას.
დაფლითე უგზოდ დაყარე გზებზე
გრძნობა ნათმენი, ნაწილ-ნაწილი,
მინდა სისხლისფრად ავენთო მზეზე
სული ყიოდეს არამარტვილი.
რის თხოვნას ჩემთვის კრძალავს ქალობა
რა თხოვნაც შენთვის არის ადვილი.
მე დამიფარავს ამორძალობა,
როგორც გარდაცვლილ ქმარის აჩრდილი.
და ჰქვია ალბათ ამ ჩემს სათხოვარს
მიპატიჟებას_ შეიბ მახვილი!
პირველყოფილი გრძნობით ამოვა
სარკოფაგიდან მზე გარდაცვლილი.
მოლოდინს იად დაეფინება
მზეგადასულთა ცრემლი დაღლილი
და ჰქვია მაინც ყველა სატკივარს,
ყველა სათხოვარს_ შეიბ მახვილი!