Litclub.ge

ფოთოლი
ქარი ქრის,
ცეკვავს ფოთოლი,
ასრულებს ცეკვის ილეთებს,
უხარია რომ სიკეთეს
სხვებისთვის გულით იმეტებს.

საოცარ ეშხით დაჰხარის
მიწას-უტყუარ მარჩენალს,
დედაა და მას უმადლის
ამქვეყნად თავის გაჩენას.
დადგა დრო,
ხმელი ფოთოლი
ასრულებს ფრენის ილეთებს,
კვლავ უხარია დათოვლილს
რომ ქვეყნად თესა სიკეთე.