Litclub.ge

ი-ს
რა დარჩა დაღლილ ტკივილებს გარდა,
რაც შენ მოირამ ცრემლი გადინა,
გიახლოვდება ეჭვის სასმისით,
ცხოვრება ესე _
ნახმლევი ფართე
ღირს, ალბათ, მაინც, რადგანაც
დაობ,
ალესილია უკვე ხანჯლები,
შენი ლამაზი თვალების გამო.
და რაც უნდა,
ეს გამეტება,
ხვალ ტრფიალების ყვავილს მოისხამს
და ხანძარივით წაგვეკიდება
მზე აშხივლებულ აგვისტოისა.