Litclub.ge

სული ყოფილა
გულმა იტიროს, დარდს გადიყოლებს,
თვალს ცრემლი სცვივა, შვებას მოგიტანს.
სული, სული ნუ აგიტირდება,
სულის ტირილი კარგს არ მოგიტანს.
სულზე ვინ ფიქრობს?_მგონი არავინ.
გული რომ გტკივა იქნებ სულია,
სიყვარული და ნაზი ალერსი,
იქნებ გულივით მასაც სწყურია.
ნეტავი გულში ჩამახედვინა,
იქ დამანახა სული ფოფინა,
ბედის ბორბალი და სასწაული,
თუ კი ყოფილა – სული ყოფილა.