Litclub.ge

ბუ და ბულბული
მთელი ღამე თაგვებსა და ვირთაგვების ჭერაში გართული ბუ საამო სტვენა-გალობამ შეაშფოთა. ბულბულის წკრიალი სმენას სტაცებს და ნადირობა ავიწყდება, სანახევროდ მშიერი რჩება.

მიფრინდა ვარდის ბუჩქთან და ბულბულს უსაყვედურა:

-რაა, რომ მთელი ღამე თავს არ დებ? მე დღე მძინავს, შენ დღისით საკვების ძებნას უნდები, დაღამდება და დილამდე გალობ და გალობ.

-მე ამის ნიჭი დამამადლა გამჩენმა და ჩემი საქმე ხომ უნდა ვაკეთო?

-ნიჭი კი, მარა... არასდროს ისვენებ? მეც... კი, შენს სიმღერას რა სჯობს, მაგრამ სმენას ატკბობ, ნადირობის ჟინს მართმევ, უმადობას მმართებ და ვშიმშილობ .

-ასე რომ არ ვქნა, მღრღნელებს ხომ მთლიანად მუსრს გაავლებ?

-მერე, მაგას რა სჯობს!

-კი, მაგრამ მერე რაღას ჭამ? შიმშილით ხომ მთლად სული გაგძვრება?!

ბუ დაფიქრდა: ბრძენი ბრძენია, ჭკუის სწავლა იმასაც სჭირდება.