Litclub.ge

მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, დაგვიფარე ავი თვალისგან,
მოგვეც იობის მოთმინება... უნარი განსჯის,
მე კარგს მოველი მხოლოდ შენი სამართალისგან,
ვიცი: განგება უსამართლოდ არასდროს დამსჯის.
მამაო ჩვენო, შეგვეწიე კეთილ საქმეში,
აგვაგებინე კიდევ ერთი გრემი... ბედია,
რწმენა შეგვმატე... ჩაგვახედე სულის სარკეში,
თვალწინ რომ არის გადაშლილი-ჩემი ქედია.
გადაივლიან ეს ქარები... გამოიდარებს,
მოვეფერებით იმას-ვისაც სითბო სწყურია,
მეც მოვესწრები იმედია სამოთხის დარებს,
თვალცრემლიანი გაიხარებს დიოსკურია.