Litclub.ge

* * * "ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)
ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?
ამ უზღუდო გზის მეგობარი რომელი არის?
ეს გონია თუ გაოგნება?! - რა არის, ღმერთო?
ეს სულია თუ სატრფო არის? - რომელი არის?
ეს მარადმნათი ჩირაღდანი სამყაროისა
თუ არც უღვთოა, არც ღვთის გვარის... რომელი არის?
ეს უნაპირო ზღვა სავსეა მარგალიტებით
და ადამის ძის ლალ-გოვარი რომელი არის?
გონებას ვიმღვრევ მე ფიქრებით, მაგრამ არ ვიხი,
ეს გზა სწორია თუა მცდარი.... რომელი არის?
ჩემს სიტყვებს ყიბლა თუ არა აქვს, ის მაინც მითხარ -
დადუმებული საუბარი რომელი არის?