Litclub.ge

ცხენი
ეთხოვებოდა თავის საუფლოს
ცა ამღვრეული და სასიცივე.
მე გამოშიგნულ ცხენთან ვსაუბრობ,
გამიცინა და არ გავუცინე.

მგლებს წაუღიათ მისი სიცოცხლე
მწარე ღიმილით დახუჭა თვალი.
ცხენო, ნეტავი ახლაც ვიცოდე,
სად გქონდა მაშინ სიცილის თავი!

შემომეჩვია შენი თვალები
იმ უდაბური წუხილის შემდეგ
და მეჩვენება, აკანკალებით
მუხლჩაუხრელი დღეები შედგნენ.

მე ვნახე ცხენის შემკრთალი სახე,
ზედ მიჰყინვოდა ცრემლი მწუხარე.
რა უცნაური ღიმილი ვნახე
და ვამართლებდი სიზმარს წუხანდელს.