Litclub.ge

* * * გათენება მხატვრული
გათენება მხატვრული ფილმის დასაწყისია,
კარგი რეჟისორია გათენება.
საღამოსაც არა უშავს მხატვრულობით,
ოღონდ გამოცდილი რეჟისორის ხელი ეტყობა
და ნერვებს მიშლის.
დილიდან საღამომდე რაც იყო,
იმდენად უსუსური უნიჭობაა,
ერთი საათითაც ვერ გაძლებს
ეს დოკუმენტური ფილმი
ნამდვილ მზეზე.