Litclub.ge

* * * ჩემი ძალი უჯიშოა
ჩემი ძაღლი უჯიშოა,
მაგრამ ეს მისთვის ბედნიერებაა,
მხოლოდ ჭამისას იღრინება,
უფრო მომცროებმა რომ არ შეაწუხონ.
მას არასდროს უჯავრია,
პასპორტში ეროვნება რომ არ უწერია,
არც მამისა და დედის სახელი ახსოვს,
მხოლოდ მე მელაქუცება,
საკბილოს რომ გამოკრას ხელი.
ასეთი ძაღლები უმრავლესობაა ძაღლებს შორის.
წინა საუკუნეშიც ასე იყო
და იმის იქითაც.
ისტორია მათ არ ინახავს.
იოლად ორთქლდება ასეთი ნაგავი.
ჩემი ძაღლიც მალე აორთქლდება,
მაგრამ ლეკვები მაგას რომ რჩება,
ისე უნდა!