Litclub.ge

წრე
მოდი შემოვხაზოთ წრე,
ამ წრეში ჩავდგათ სცენა,
მთვრალი ვიქნები მე,
შენ ჩემი სიმთვრალის წყენა.
მოდი დავხატოთ მზე,
და დავივიწყოთ სევდა,
მამა ვიქნები მე,
შენ ჩემი შვილების დედა.
აი შეხედე დაჯდა
იაგანი და სე,
იქნები სევდის განცდა
და დაგამშვიდებ მე.
და თუ მოგბეზრდა თამაში,
ღამედ ვაქციოთ დღე,
შენ საქორწილო კაბაში,
შარვალ-კოსტუმში მე.
ეს ყველაფერი გაქრება,
ნახაზი, ცარცი, წრე.
შენ ჩემი სამყარო დაგხვდება,
ვარ შენი მელექსე.
მოდი დავხატოთ მზე
და დავივიწყოთ სევდა
მამა ვიქნები მე,
შენ ჩემი შვილების დედა...