Litclub.ge

* * * ახლა მთელი მსოფლიო
ახლა მთელი მსოფლიო
ლაპარაკობს პელეზე...
ისევ პურის რიგში დგას
დაქანცული მელექსე.
მთელი კაცობრიობა
ლაპარაკობს ფიშერზე...
დაქანცული მგოსანი
ფეხებს იდგამს კისერზე.
არც ქვეყანა შენდება,
არც ქვეყანა იქცევა,
დაქანცული პოეტი
ელოდება რიგს...
გამოდიან სცენაზე
ვუნდერკინდი იქსები,
და მსოფლიო კითხულობს:
-იქსი 
რასა იქს?
1977