Litclub.ge

დაგვიანებული პასუხი მეგობარს

მეც დავიღალე ძმაო ძვირფასო,
მეც ჩამელეწა გულის ფიცარი.
ვის რად ვჭირდები! თავად არ მახსოვს
რაც განმიცდია ქვეყნად სიმწარე...

მე სხვა ხვედრისთვის ვიყავ შობილი,
გულს მინათებდა ოცნება მწველი.
მაგრამ რათა ვარ გულჩათხრობილი,
და გადამშრალი რადა მაქვს ყელი?

რა დავაშავე? რომელი ღმერთის
მე შეურაცყავ აკურთხეველი?
დამენგრა ჯერა მამის და დედის
და განწირული აღსასულს ველი...

ეგრე სიცივით და ქატიშხალით,
გაძარცვულ ხეზე შერჩენილ ფოთოლს
კიდევ ცოტა ხანს აქვიმს და ათოვს,
ვიდრე მრისხანე ღამის გრიგალი
(ოდეს ზამთარი ველებს დაჯკარგავს)
არ მოსწყვეტს მას და არ გადაჯკარგავს...