Litclub.ge

შენ და ქალაქიც
მახსოვს, კლდის ფხაზე გვედგა არაყი,
იმ დღეს დავტოვე, თბილისის სივრცე,
ჩამოგიშორეთ, შენ და ქალაქი,
ახლა ეს გული, მთებს უნდა მივცე.

მახსოვს შემთვრალი აზრები მქონდა,
ბოთლს, ნახევარი გაუხდა სითხე,
მთვრალი ხევსური, მანდ ქალაქს ფლობდა,
ჭიქადაცლილმა, მტრები რომ გიფრთხე.

ახლა??? ეგ ჟამი წარსულს ჩაბარდა,
ყველა კარები, ცხვირწინ გიხურეთ,
აქ ყველა ღამე,ქეიფს ქარგავს და,
ახლა??? მე და მთებს,შურით გვიყურეთ.

ღამეც მთვრალივით, მოეგდო უცებ,
შემოაბნელა, ტყე და ქარაფი,
ცხრა კლიტე ვადე,სულ ყველა დარაბს,
მიღმა დაგტოვეთ, შენ და ქალაქი.