Litclub.ge

ჩემი სახლი
ჩემი სახლი, ზღვასთან რომ კლდეა, იმის წვერზე დგას -
გადაჩეხვაზე.
მე და ის, ერთად, ვეთამაშებით ბედს და შემთხვევას.
აღმოსავლეთის ფანჯრებიდან ვრცელი ველი ჩანს -
ნასახლარებით.
ობმოდებული ნანგრევების
ჭრელ მოზაიკებს ბინდი ერევა.
და დასავლეთის
სარკმელს მიმდგარი, უთუოდ, ვფიქრობ
ზღვაში ჩამხრჩვალი მანათობლის
გადარჩენაზე.
კიდევ კარგი, რომ სარწეველა მაქვს.
არ მოსჩანს გზები იქით, სადაც ვიცხოვრებ ბოლოს.
ოსტით - ვრცელ ველზე დაფანტულან
ქვა – ფიგურები.
ვაკეთებ სვლებს და ახლაც ვებრძვი,
არ ვეპუები –
ვიღაც უხილავს, თითქოს, კაცთან განგებ რომ ომობს.
თამაში...
სვლები...სვლები...
შამათი...
და თითოეული წაგებული თუ მოგებული
პარტიის შემდეგ
ვესტით - მზის ზღვაში ჩალბობას ვხვდები.
...
დღითი-დღე, მეტად ვემსგავსები დაღლილ მამაჩემს.
სარკეს კი, ახლა, დამტვერილი, შავი აქვს ფსკერი.