Litclub.ge

ასი სიტყვით...
ღმერთო, მაღალო!
მადლობას გწირავ ყველაფრისთვის
რაც ჩემს თავს იყო,
რაც ჩემს თავს არის,
და რაც ჩემს თავს აწი იქნება...მაგრამ ნუთუ – ამისთვის დავშთი?
რა ხანია ყრუ-მუნჯი ვარ. ჩემთვის ჩუმად, გულში ვლოცულობ.
არც სანთელი მაქვს, არც საკმეველი.
მე სულ მეგონა, ერთხელ ჩემები მოვიდოდნენ, ან უფრო მეტი -
მათთან თავად დავბრუნდებოდი.
მომხედავდნენ, მომიფონებდნენ, ჩონჩხადქცეულს მომაცმევდნენ
ქათქათა პერანგს, მირონს მაცხებდნენ...
მაგრამ ვაი!
სხვაგვარად ხდება!
სხვა განიზრახეს!
შემინდე, ღმერთო!
მამავ, ძეო და სულიწმინდავ! თავს როდი ვიკლავ, არ მსურს
გადავრჩე, თუ ჩემს სანაცვლოდ შუა ქალაქში
უცხო სალოცავს აგიშენებენ...
........................................................................................
ზათქით, ზრიალით ჩამოიქცა ოშკის გუმბათი, ხოლო ზეცისკენ
მიმავალმა მტვრის ღრუბელმა, ფრთაგაშლილი მტრედის ფორმა
გაიმეორა.