Litclub.ge

* * * მინდა ჩაგაცვა
მინდა ჩაგაცვა
ეს ზამთარი -თეთრი სვიტერი,
ცალ მკლავში შენი მარტოობა გაუყარე,
ცალში კი - ჩემი ,
და ასე ერთი მარტოობით
გამოვიზამთროთ.