Litclub.ge

მშვიდობა
მთას პატრონტაშივით ჰკიდია სანგარი,
აბალახებული და უკვე გამქრალი,

ირგვლივ სიწყნარეა და მზე ჩახჩახა,
სანგარში აგდია მომწვანო ჩაჩქანი.

ჩაჩქანში ბუდეა, ბუდეში... ჩიტი,
კვერცხში კი აზრი დევს ყველაზე დიდი.