Litclub.ge

მიყვარხარ, მიყვარდი, შემინდე, მშვიდობით... (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
ოდესღაც, დეკემბრის თოვაში
შენს თვალებს ვხედავდი სევდიანს,
ეს ლექსი, პირთამდე სინაზით.
კალენდრის სულ ბოლო გვერდია.
ცეცხლოვან გრძნობებით მფეთქავი
თან მუსიკალური რეპრიზით,
გარდასულ დღეების მოწამე
დრო _ გამოყოფილი დეფიზით.
აწ ვემშვიდობებით სევდის ცას
და საკენკს დავუყრით სხვა მერცხლებს,
ვიხსენებ ვნებიან ღამეში
ალერსით გათანგულ სარეცელს.
კვლავ მინდა მიწვდიდე ხელისგულს,
დავაცხრე იმ ვნებით, იმ ნდომით,
რომ გითხრა: მიყვარდი ძვირფასო,
„მიყვარხარ, შემინდე, მშვიდობით...“