Litclub.ge

არ ძინავს... (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
სიკვდილს არ ძინავს, აყოვნებს როდი,
ყოველდღიურად გვცელავს და გვცელავს,
არც ის არ ვიცით, როდესაც მოდის,
სამიზნე მისი მე ვარ თუ შენა.
ვცხოვრობთ, ვოცნებობთ, გეგმებს მომავლის
ჩვეულებრივად თავისი დრო აქვს,
მაგრამ ის მოდის ცივი მორალით,
მოულოდნელი პროგრამა მოაქვს.
ვიზის გარეშე გვეწვია ისევ,
ჭაბუკს უბოძა ამბორი-დამღა,
მესმის კაკუნი, კუბოს მრანდავი
ჩანს ბოლო ლურსმანს აჭედებს ამ ღამ...
ახლა ძაძაა ქვრივის სამოსი,
ობლების ცრემლი მსაჯულს დაეძებს,
ფეხზე ჰკიდია სიკვდილს, რაც მოხდა
და აკაკუნებს სულ სხვა კარებზე.