Litclub.ge

*** "მინდორში დარჩა ზვინები თივის"
მინდორში დარჩა ზვინები თივის,
მდინარის პირას – ნახირის კვალი.
ფეხაკრეფილი გადარბის წვიმა
და ძლივს, ტაატით მიფრინავს კვამლი.
მობრუნებული მინდვრიდან ქარი
მთვრალი კაცივით აწვება ღობეს...
გადაურაზავს ქარისთვის კარი
და მშვიდად ძინავს დაქანცულ სოფელს.
1954წ