Litclub.ge

მეორეს
ჩვენ სუყველას დავცილდებით,
ვეილს ვარდებს მივაშურებთ,
ჩვენ ნადიმს რას დავეძებთ
სხვების ლხენას რას ვუყურებთ?

ჩვენთვის ლხენა გაუმართავს
ყვავილებით ნაქარგ მდელოს,
მაშ წავიდეთ! ნუღარ უცდი,
ნუღარ უცდი სადღეგრძელოს.

ვარდი ამბობს: ჩემთან მოვლენ,
იასამანს გული ტკივა
შროშანა პირს ილამაზებს,
ბალახს ლხენით ცრემლი ცვივა.

ყველას ვნახავთ! დავასწავლით,
თუ რა არის ტრფობის წესი,
მე მსურს ყველამ გაიგონოს
შეყვარებულ მგოსნის ლექსი.

მზე მოკვდება ერტი წუთით,
ერთი წუთით დაიძინებს.
ნაცვად ვარსკვლავს გამოგზავნის,
ის ცის ფსკერზე გაიცინებს.

ამ დროს კოცნით ღაწვს დაგიწვავ,
გადავაქცევ მზიან ვნებად;
უხმოდ წავალთ წყლის ნაპირას
მყუდრო ბინის მისაგნებად.

და რაც რომ ჩემს სიჭაბუკეს
შერჩენია კიდევ ვნება,
შენს თეთრ სხეულს, ჩემო სატრფო,
ცეცხლის ალად მოედება...

ჩვენ სუყველას დავცილდებით,
ველის ვარდებს მივაშურებთ
ჩვენ ამ ნადიმს რას დავეძებთ,
ჩვენ ამ ლხენას რას ვუყურებთ.