Litclub.ge

შინ დაბრუნდნენ (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)
შინ დაბრუნდნენ და უამბეს ცოლებს,
რომ არც კი ახსოვთ, სად ნახეს ბოლოს,
სუნქვისშემკვრელი გოგო ჩემფერად, 
მაგრამ. . . ისინი სახლში დაბრუნდნენ.

რომ ჩემი ბინა ბზინავს და ელავს,
რომ ჩემი სიტყვა _ მჭრელია ყველა,
რომ იდუმალი დამკრავს ელფერი.
მაგრამ. . . ისინი სახლში დაბრუნდნენ.


კაცებს სულ ცაში აჰყავდათ ქებით,
ჩემი ხმა, ჭკუა, ღიმილი, თმები.
ორ ან სამ ღამეს ისე მეფერენ. . .
მაგრამ. . .