Litclub.ge

ბიოგრაფია (ა.გ.)
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ა. პუშკინის სახელობის პედინსტიტეტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი - 1945 წ., გრიგოლ ორბელიანი - 1957 წ., ვაჟა-ფშაველა - 1961 წ.; აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ქართული კლასიკური ლექსი - 1953, მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, გამოსცა პ. იოსელიანის "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა" _ 1936 წ., ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: ჩირიურთი - იმამი ლოჟაში - 1942 წ., ბოსკოს შეგირდი - 1942 წ., სიკვდილი ბარათაშვილისა - 1945 წ., 1960 წ. გამოაქვეყნა ნოველები, 1972 წ. - მოთხრობა "შამილი და მისი ნაამბობი".