Litclub.ge

* * * ცრემლად იღვრება
ცრემლად იღვრება ორი გიშერი,
და შუბლზე თმები ჩამოღვარული.
შენ ეხლა მხოლოდ დარდი გიშველის -
დარდი ფარული.
ცრემლად იღვრება ორი გიშერი,
იტირე დაო, ცრემლი გიშველის.

1953