Litclub.ge

წარწერა ქართველ მწერალთა სურათებზე
ილია ― შუბლი საქართველოსი,
ბარათაშვილი ― აზრთა მპყრობელი,
აკაკი ― ბედი და ორთეოსი,
ვაჟა ― ხმაჩანჩქერდაუშრობელი
და დიდი შოთა ― მათი მშობელი.