Litclub.ge

ახალბერძნული სიმღერის თარგმანი
«Μπένω μες το περιβόλι, 
Ωραιοτάτη χαηδη» κτλ
 
შენი ვარდების შევაღე ბაღი, 
საყვარელო და ტურფა ჰაიდე, 
შევხედეფლორას განცხრომით დაღლილს
და შენზეფიქრით გული გავრინდე. 
აჰ, მშვენიერო! შენ ეს უბრალო
გულისსიტყვები მიიღე ჩემგან, 
მე აღსარება ვის დავუმალო, 
როგორ დამალოს ან გულმაფეთქვა. 
როცა კიფლორა ბუნების წესით
სხვადასხვაფერად შეიმოსება, 
მაშინვე კვირტებს სუყველა ხეზე
დაკოცნის შენზე ჩემი ოცნება. 
მაგრამ წალკოტიც ხდება საწყენი, 
როს სიყვარული ტოვებს ტალავერს, 
აჰ, მომიტანეთ მათუთას წვენი, 
რომ უფიქრელად შევსვა ახლავე. 
ეს მირჩევნია ტრფობით სალმობას, 
თასი ბოლომდე აივსებოდა, 
გავექცეოდი შენს უწყალობას, 
და საწამლავი მეამებოდა. 
გულქვავ: ამაოდ მე გევედრები... 
შენ ჩემი ტანჯვა ამაოდ გელტვის, 
არ დაბრუნდები, არჩამეკვრები? 
მაშინ გააწყვე სამარეც ჩემთვის. 
როგორც სარდალი ძლევამოსილი
თავის საჭურვლის არის იმედად, 
შენ წამწამებით გული მოცელე, 
ვიცი, ჭრილობაც სისხლად იდენდა. 
სულო, მითხარი, რომ უკვე ვკვდები
მე იმღიმილის ნაზი ალებით, 
რისთვის დავქროდი იმედისფრთებით, 
თუ ბოლოს ასე ვივალალებდი? 
ახლა ვარდები მოწყენილია, 
საყვარელო და ცრუო, ჰაიდე! 
და დამჭკნარბაღში ჩუმად ტირიან, 
რომ არმოხვედი, რომ არ დამინდე.