Litclub.ge

სულში წყვდიადია
სულში წყვდიადია, ოჰ, ჩქარა მომართე
არფა, მე ჯერაც მაქვს მხნეობა, გისმინო... 
ჰანგი მომხიბლავი ჩემს სმენას მოანდე, 
დაე, მაგ თითებმა სიმებზე ირბინონ, 
თუ არწარმხოცია იმედი ბოლომდე, 
გული კვლავ დატკბება და გაირინდება, 
იქნებ ამ თვალებში ცრემლს ჯერაც ვმალავდე, 
ტვინს აღარ დამიწვავს და გადმოდინდება. 
იყოს ეგ სიმღერა მწველი და ველური, 
გართობა აწ ჩემთვის ჩირად არფასდება, 
ახლა მე ქვითინი მწყურია ხელური, 
თორემ გასენილი ეს გული გასკდება. 
ჭამს მასრახანია ჯავრი და ნაღველი, 
ქენჯნიდა, მღერალო, ღამეთა კირთება, 
ელის უარესი, ვიდრე აქვს ნაგემი, 
დღეს დაილეწება, ან დაგმორჩილდება...