Litclub.ge

სამართალი (მთარგმნელი: ლანა ღოღობერიძე)
ეს არის კაცთა წესი
ყურძნისგან აკეთო ღვინო
ნახშირისაგან ცეცხლი
და კოცნით კაცი.

ეს არის კაცთა წესი
შეერკინო ჭირსა და შიმშილს
სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს
და ადამიანად დარჩე.

ეს არის კაცთა წესი
სინათლედ აქციო წყალი
ცხადად აქციო სიზმარი და
ძმებად აქციო მტრები.
 
ეს არის წესი ძველთაძველი და დღევანდელი
ის იბადება ბავშვის გულში
იხვეწება დაუზენაეს გონებას აღწევს.