Litclub.ge

*** ვინ იყო ის სტუმარი
ვინ იყო ის სტუმარი, 
ჩვენს ქორწილში რომ მოვიდა 
და ღვინო წყლად გადაგვიქცია?
ნაპირები გაიკეთა ამ წყალმა,
ხიდები ჩაიტანა ზღვაში.
შევეჩვიე ზღვაზე სიარულს.
ველოდები,
ლოდინის მერეც კი ველოდები,
იქნებ ერთი ხიდი მაინც გამოირიყოს ნაპირზე...
გადმოვიდოდი
და იმ ადგილს გიჩვენებდი,
სადაც ამ მდინარეში თევზით ხსნილია.