Litclub.ge

ტირის შემოდგომა ფოთოლცვენით
ტირის შემოდგომა ფოთოლცვენით,
ფოთლებს დაუთვალა ნაოჭები,
მწვანე შეუცვლია ოქროსფერით,
სევდის ჩაუცვია სამოსელი.

ზამთრის მომლოდინე, განაბული,
ჭადრებს ანუგეშებს მოფერებით,
სევდის მარწუხებით დანაღმული,
სეტყვით დარბეული ნოემბერი...