Litclub.ge

საიდანაც მზე მოდიოდა
დაეხსენ! იყოს ცეცხლი იგი პოეტის გულში,
რას პოებს გრძნობა სიბრალულში და სინანულში?
რა იცი, იქნებ ამ ცეცხლიდან იგი რბიოდა
იმ ელვარებით, საიდანაც მზე მოდიოდა?

1920