Litclub.ge

* * * მოწმეა რბევის და თარეშის ხვადგურის...
მოწმეა რბევის და თარეშის ხვადგურის
ბინდბუნდი საზიზღარ რკინიგზის სადგურის,

აგზავნის სადღაცა კუბოებს - ვაგონებს
და მათი კივილი იმ დღეებს მაგონებს,

როდესაც ამ გზებზე გაეკრა ვაება...
ნუთუ ის კივილი ლიანდაგს ჩაება?

1924