Litclub.ge

უძღები შვილის ლოცვა
მონატრების მონატრება მომეძალა,
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა.
მიმოვფანტე, თუკი შენგნით მომეცა რა,
უმეცრებით ყველგან ხელი მომეცარა.
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა,
რომ მეძავმა ანგელოზის სახით მდგარმა
არ წაბილწოს ჩემი ფიქრის სამყოფელი,
მომე ძალა სიცოცხლისთვის სამყოფელი. 
გზა შინისკენ ვერ ვიპოვე, დამეკარგა,
გულზე სევდის ვრცელი ქსელი დამექარგა.
მამავ ჩემო, ყოველთა უწინარესთა,
იქნებ შემხვდე სინანულის მდინარესთან.